11:16 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-05 12:58:52, 558 ნახვა

საზოგადოება
მევიოლინე ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა

ქართველი მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი მუსიკოსის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქართველმა მევიოლინემ პირველდაწყებითი მუსიკალური განათლება თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში, პროფესორ ლეო შიუკაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.

1956 წელს (10 წლის ასაკში) რესპუბლიკის ფესტივალის ლაურეატი გახდა, ხოლო 1961 წელს - საკავშირო კონკურსის ლაურეატი. 1968 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია (პროფესორ დავით ოისტრახის კლასი). 1971 წლიდან მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი იყო.

ისაკაძე მუსიკის შემსრულებელთა მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია (მარგარიტ ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის, პარიზი, 1965, I პრემის; ჩაიკოვსკის სახელობის, მოსკოვი, 1970, III პრემია; სიბელიუსის სახელობის, ჰელსინკი, 1970, I პრემია).

1965 წლიდან გასტროლებს მართავდა საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინე იყო. მისი დაკვრა გამოირჩეოდა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობით, ვირტუოზულობით. მის რეპერტუარშია კლასიკური და თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშები.

გასული საუკუნის 90-იან წლებში მევიოლინეს შემოქმედება მჭიდროდ დაუკავშირდა გერმანიას. 1990 წელს ლიანა ისაკაძემ გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც უკვე მრავალი წელია "ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის“ სახელით მოღვაწეობს. 1992 წელს კი, ინგოლშტადტში ლიანა ისაკაძემ  თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია დაარსა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics