|
2024-07-04 17:02:40, 379 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ვინტაჟური ნივთების ბაზრობაზე ვორკშოპი გაიმართება
"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, ფაბრიკაში Vintage Market იმართება. 6-7 ივლისს, მცირე და საშუალო ბიზნესები, რომლებიც მომხმარებლებს ვინტაჟურ ტანსაცმელსა და ნივთებს სთავაზობენ, ფაბრიკის ეზოში, ეგნატე ნინოშვილის 8 ნომერში შეიკრიბებიან. ღონისძიების ფარგლებში, 6 ივლისს 16:00 საათზე გაიმართება ვორკშოპი თემაზე „ბიზნესი და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა“, რომელსაც PlasticWatcher.ge-ის დამფუძნებელი, ეკა ასათიანი გაუძღვება. ვორკშოპზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
ვორკშოპზე დასწრება თავისუფალია. ვინტაჟური ნივთების ბაზრობა ფაბრიკაში 13:00 საათიდან დაიწყება და 21:00 საათამდე გაგრძელდება. ჯამში ბაზრობაზე 20 ვინტაჟური მაღაზია და საწარმო იქნება წარმოდგენილი. „6-7 ივლისს, გელოდებით ყველას, ვინც ყოველდღიურობაში სიახლესა და განსხვავებულობას ეძებთ. ფაბრიკას ეზოში შეხვდებით კოლექციონერებს, ადამიანებს მახვილი თვალით, რომელთაც თქვენთვის განსაკუთრებული ვინტაჟური სამოსისა, თუ ნივთების სელექცია ექნებათ წარმოდგენილი. ჩვენს ეზოში თითოეულ დახლზე იპოვით ნივთებს, რომლებიც სხვადასხვა დროიდან მოდიან, ისტორიებს ჰყვებიან და ემოციებს გადმოსცემენ“, - ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები. აღსანიშნავია, რომ სწორედ ვინტაჟური ნივთების ბაზრობით იწყება "საქართველოს ბანკისა" და ფაბრიკა თბილისის თანამშრომლობა. ჯამში, წლის განმავლობაში ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, სამი ბაზრობა გაიმართება - ვინტაჟური ბაზრობა - ივლისში, წიგნის ბაზრობა - სექტემბერში და საშობაო ბაზრობა - დეკემბერში. “საქართველოს ბანკის" მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესებს ახალ შესაძლებლობებზე მისცეს წვდომა, მეტი მომხმარებლის შეძენაში დაეხმაროს და საბოლოოდ, მათი განვითარებით, ეკონომიკის გაძლიერებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ღია ბაზრობები, რომლებსაც ფაბრიკა თბილისი ახორციელებს, გამორჩეული შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია და ლოიალური მომხმარებლების შეძენა სურს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვთანამშრომლობთ ფაბრიკა თბილისთან და წლის განმავლობაში სამ ბაზრობას გავმართავთ. გვიხარია, რომ ბაზრობის ფარგლებში, გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებს ვორკშოპზე დასწრების შესაძლებლობაც ექნებათ, სადაც ამ მიმართულებით აქტუალური კონცეფცები განიხილება. რაც მთავარია, "საქართველოს ბანკი" არ ჩერდება და მომავალშიც არაერთ საინტერესო ინიციატივას დაუჭერს მხარს მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებისთვის“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში". ვინტაჟური ნივთების ბაზრობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ამ ბმულს.
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)