|
2024-07-04 15:44:25, 410 ნახვა
საზოგადოება
უგულშემატკივრე ბორჯღალოსნებს ბათუმის სტადიონზე
მოდი სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ ბოჯღალოსნებს მსოფლიო რაგბის ივლისის ტესტების სერიის პირველ თამაშზე. საქართველო ფიჯის თამაში 5 ივლისს, 20:00 საათზე ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე” გაიმართება. ბორჯღალოსნები რაგბის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გუნდს, „მფრინავ ფიჯელებს“ ერკინებიან. თამაშის დღეს, 17:00 საათიდან, ფან ზონაში გულშემატკივრებს დახვდებათ მუსიკა, კვების ობიექტები, ფან შოპი და გართობა. თამაშის დასრულების შემდეგ მორაგბეებიც შეუერთდებიან გულშემატკივრებს გასართობ ზონაში. ბორჯღალოსნებს ივლისში სამი უმაღლესი დონის ტესტ-მატჩი ელით. ეროვნული ნაკრების მორაგბეები დანარჩენ 2 მატჩზე, რომელიც 13 და 20 ივლისსაა დაანონსებული, ტიერ1-ის გუნდებს : იაპონიასა და ავსტრალიას სტუმრად ეთამაშებიან. 13 ივლისს საქართველო იაპონიაში, სენდაიში „საკურებს“ ეთამაშება, ხოლო 20 ივლისს სიდნეიში „ვოლაბებს“ დაუპირისპირდება. გულშემატკივრის მხარდაჭერის ფონზე, ბორჯღალოსნები ფიჯელებთან მეორე გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან. პირველი გამარჯვება 2016 წელს მოიპოვეს და „მფრინავები“ 14:3 დაამარცხეს. 2023 წლის მსოფლიო თასზე ფიჯისთან შეხვედრას ბორდომ უმასპინძლა. თამაშის პირველი ტაიმი ბორჯღალოსნებმა მოიგეს და გამარჯვებასთანაც ძალიან ახლოს იყვნენ მაგრამ საბოლოოდ მცირედი სხვაობით წააგეს - 12:17. შეიძინე თამაშის ბილეთები tkt.ge-ზე. "თიბისის" სტუდენტის და მოსწავლის ბარათებით გადახდისას მოქმედებს 50% ფასდაკლება შერჩეულ სექტორებზე. 6 წლამდე ბავშვებს თამაშზე დასწრება უბილეთოდ შეეძლებათ. საქართველოსა და ფიჯის თამაშზე, გადაიხადე იხადეთ "თიბისის" სადებეტო ბარათებით "თიბისის" ტერმინალზე აღნიშნულ ობიექტებში და დაიბრუნეთ თანხის 20% უკან. იხილეთ დამატებითი ინფორმაცია. "თიბისი" 2015 წლიდან რაგბის მხარდამჭერია. მრავალწლიანი მეგობრობა, უკვე მიღწეულ წარმატებებთან ერთად, მიზნად ისახავს რაგბის განვითარებას, ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, შიდა ჩემპიონატების და ფესტივალების ხელშეწყობას. #ერთადგავიმარჯვებთ.
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)