17:24 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-02 12:13:29, 401 ნახვა

მსოფლიო
სეულში ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა

სეულში ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო ცნობით, 70 წლამდე ასაკის კაცი სეულის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ქვეითებს დაეჯახა, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე იმყოფებოდნენ.

სამართალდამცველებმა ავტომობილის მძღოლი ადგილზე დააკავეს.

მძღოლის მტკიცებით, შემთხვევა ავტომობილის "უეცარმა აჩქარებამ" გამოიწვია.

ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics