|
2024-07-02 10:10:43, 485 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. თვითმფრინავი, რომელშიც ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 2 ივლისს 09:15 საათზე დაეშვა. ეროვნული ნაკრების წევრებს აეროპორტში გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ. აღსანიშნავია, რომ დღეს, 21:30 საათზე სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან, ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას გამართავს. ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ავტობუსი ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირის მიმართულებით იმოძრავებს, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი, თავისუფლების მოედანი იქნება. 22:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)