06:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 15:49:40, 1343 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლული იპოვეს

თურქეთის ქალაქ მალათიას ერთ-ერთ რაიონში საქართველოს მოქალაქე მოკლული იპოვეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, დადგენილი ინფორმაციით, გარდაცვლილი 39 წლის მირიან ბოგვარაზეა, რომლის ცხედარიც მიტოვებულ სახლში დღეს იპოვეს.

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

"თურქეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საკონსულოში უკვე შესულია, შესაბამისად საკონსულო ინფორმირებულია და ოჯახის წევრებთან აქვს კონტაქტი. გამოძიება უკვე დაწყებულია" , -  განუცხადა "ექსპრესნიუს" საგარეო უწყების პრესსამსახურმა.

თურქული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. მკვლელობა თურქეთის ქალაქ მალათიას ერთ-ერთ რაიონში მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics