|
2024-07-01 15:59:02, 467 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება
იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა, ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას. ბოკუჩავას თქმით, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები დაფუძნებულია ღირებულებებსა და ფასეულობებზე, რომელსაც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა "არაერთხელ უღალატა". „საქართველო-ამერიკის ურთიერთობები დაფუძნებულია ღირებულებებზე და ფასეულობებზე, რომელსაც ივანიშვილმა არაერთხელ უღალატა და ახლა მისი პერსონალური ემისიის გაგზავნა ვაშინგტონში ვეღარ შეცვლის იმას, რომ მისი და მისი ხელისუფლების ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან კომპრომეტირებულია. აშშ ადასტურებს, რომ მხარს უჭერს და გვერდით უდგას ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის სწრაფვას ევროატლანტიკური სტრუქტურებისთვის, თუმცა იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა, ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება და ივანიშვილის მარიონეტებისა და ემისრების გაგზავნა ვაშინგტონში",- აცხადებს ბოკუჩავა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ "ბიძინა ივანიშვილს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად უცხო ქვეყანაში ჰყავს გაგზავნილი".
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)