13:28 - 07 Jul, 2026
|
2024-07-01 14:49:34, 424 ნახვა
საზოგადოება
ესტონეთის საელჩო - მთელი გულით ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისტორიული მომენტის შექმნას - მადლობა ბიჭებს!
საქართველოში ესტონეთის საელჩო ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ასპარეზობას ეხმაურება. საელჩო აღნიშნულთან დაკავშირებით მცირე განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. "მთელი გულით ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისტორიული მომენტის შექმნას! მათი შესანიშნავი თამაში და თავდადება მაგალითია სხვა პატარა ქვეყნებისთვის, რომ ყველაფერი შესაძლებელია! მადლობა ბიჭებს!" - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ, 30 ივნისს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრებთან, ანგარიშით 4:1 დამარცხდა, რითაც ნაკრებმა EURO 2024-ზე ასპარეზობა დაასრულა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)