|
2024-06-27 10:43:57, 500 ნახვა
საზოგადოება
ჰელსინკის კომისია - ვულოცავთ ქართველ ხალხს ისტორიულ მიღწევას - საქართველოს გაუმარჯოს!
ჰელსინკის კომისია საქართველო-პორტუგალიის საფეხბურთო მატჩს ეხმაურება და ქართველ ხალხს ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს. კომისია განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. "ვულოცავთ ქართველ ხალხს ისტორიულ მიღწევას. საქართველოს ხშირად არ აფასებენ, მაგრამ ვიცით, რომ მათი ხალხი ძლიერია და საქართველო ევროპას ეკუთვნის. საქართველოს გაუმარჯოს!" - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ, 26 ივნისს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. ისტორიულ მატჩში პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლის ავტორი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძე გახდა. მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 ივნისს გაიმართება.
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)