|
2024-06-25 16:50:43, 373 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ
საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საგანმანათლებლო პროექტ "დიდგორელის“ დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ პროექტის მონაწილეებს სამხედრო მოსამსახურეებმა სიტყვით მიმართეს და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავების საქმეში მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. "პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები ეცნობიან საქართველოს ისტორიას, სამხედრო ისტორიას, ასევე ისტორიულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს. კითხვარები შედგენილია საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებზე დაყრდნობით, ასევე სამხედრო თემატიკის ტესტები მომზადებულია თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მიერ. "დიდგორელის“ ორგანიზატორებმა გამოავლინეს გამარჯვებული მონაწილე, რომელსაც სამხედროებმა, თავდაცვის სამინისტროს სახელით, სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს. სიმბოლური საჩუქრებით, ასევე დაჯილდოვდნენ პროექტის მონაწილე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საგანმანათლებლო პროექტის ავტორებთან აქტიურად თანამშრომლობს. "დიდგორელის“ მიზანია, მომავალი თაობა საკუთარი ქვეყნის ისტორიით კიდევ უფრო დააინტერესოს და ამ კუთხით ცნობიერება აუმაღლოს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)