|
2024-06-24 15:26:25, 382 ნახვა
საზოგადოება
„მის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით არანაირი საუბარი არ ყოფილა“ - იოსელიანმა სააკაშვილი მოინახულა
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორ დამხვდა მიხეილ სააკაშვილი, იმასთან შედარებით ბევრად უკეთ გამოიყურება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. როგორც იოსელიანი აღნიშნავს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით „არანაირი საუბარი არ ყოფილა". „სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორ დამხვდა მიხეილ სააკაშვილი, იმასთან შედარებით ბევრად უკეთ გამოიყურება. მის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით არანაირი საუბარი არ ყოფილა, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია და არც კლინიკის. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მივიღე ინფორმაცია, მაგრამ ამაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. მოკლე საუბარი გვქონდა, მადლობა გადაგვიხადა სახალხო დამცველის აპარატს, რომ მთელი წლის განმავლობაში რეგულარულად ვამონიტორინგებთ მის მდგომარეობას და საზოგადოებას ვაწვდით ამის შესახებ ინფორმაციას. მეც ვუთხარი, რომ ჩვენი მხრიდან, ჩვენი მანდატის ფარგლებში რაც გასაკეთებელია, ჩვენ არა მხოლოდ მის მიმართ, არამედ ყველას მიმართ აუცილებლად გავაკეთებთ. რამე განსაკუთრებული მოთხოვნა მას ჩემთან ან ექიმების მიმართ არ გაუჟღერებია“, - განაცხადა იოსელიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)