|
2024-06-21 15:05:09, 386 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს მელიორაციაში“ სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს
შპს "საქართველოს მელიორაციაში“ აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთი თვის განმავლობაში, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, კომპანიის რეგიონულ სერვისცენტრებსა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მუშაობის სპეციფიკას გაცნობოდნენ. "სტაჟირება შპს "საქართველოს მელიორაციასა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ტარდება. სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის დარგში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მომზადების მხარდაჭერას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. კომპანიაში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებმა სტაჟირების შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინეს, რის შემდეგაც სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებას კომპანიის სამსახურების ხელმძღვანელები და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. "საქართველოს მელიორაცია“ სტუდენტებს მომავალშიც შესთავაზებს კომპანიაში სტაჟირების გავლას",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)