|
2024-06-20 10:35:40, 360 ნახვა
საზოგადოება
„სულაკაურის გამომცემლობის“ რჩეული მასწავლებლების ჯილდოს გამარჯვებულები ცნობილია - ინიციატივის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“
უკვე ოთხი წელია „სულაკაურის გამომცემლობა“ კამპანიას #მადლობამასწავლებელო ახორციელებს, რომლის მიზანი მასწავლებლების პროფესიის დაფასება და წინ წამოწევაა. ინიციატივის მხარდამჭერია "საქართველოს ბანკი". პროექტის ფარგლებში, გამომცემლობა ყოველწლიურად რჩეულ მასწავლებლებს ავლენს და მათ სხვადასხვა სახის პრიზებს გადასცემს. კონკურსის ფარგლებში მასწავლებლების შერჩევა სხვადასხვა დამსახურებების მიხედვით ხდება. მათ შორის, ახალგაზრდების მიმართ გამოხატული გამორჩეული ნდობისა და მათი თავისუფალი აზრის დაცვისთვის; მოზარდებისთვის თვითგამოხატვის სივრცეებისა და საშუალებების შექმნისა და თემის გასაძლიერებლად შეუპოვარი ბრძოლისთვის; მოსწავლეების დაუვიწყარ თავგადასავლებში ჩართვისა და მრავალფეროვანი პროფესიული ძიებებისთვის; მასწავლებლის პროფესიის თანამედროვე გააზრებისთვისა და საკლასო ოთახში მოსწავლეებისთვის სიხარულისა და ცოდნის მომტანი ქაოსის მოწყობისთვის. 2024 წლის მასწავლებლების ჯილდოს ფარგლებში გამარჯვებულთა შორის მოხვდნენ:
ინიციატივის ფარგლებში, "საქართველოს ბანკმა" ათივე მასწავლებელს პლანშეტური კომპიუტერი გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)