19:15 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-18 13:58:15, 372 ნახვა

საზოგადოება
ვაკის გამგეობასა და ქალაქ ლომჟას მერიას შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა

ვაკის რაიონის გამგეობასა და პოლონეთის ქალაქ ლომჟას მერიას შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა. 

ორ მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის საფუძველი ქალაქ ლომჟას დღესასწაულის - „ლომჟას დღეების“ ფარგლებში ჩაეყარა.

ვაკის რაიონისა და სხვადასხვა ქვეყნების მუნიციპალიტეტების დელეგაციები ლომჟას მერს, მარიუშ შრზანოვსკის შეხვდნენ, თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მის განვითარებაზე ისაუბრეს. 

როგორც ლომჟას მერმა აღნიშნა, პარტნიორი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობა ლომჟას დღეების აღნიშვნაში ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობაა, რაც ერთობლივი ღირებული პროექტების განხორციელების წინაპირობაა.

„იმედი მაქვს, რომ მეგობრობა, რომელიც დაიწყო ჩვენს შორის პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერით, განვითარდება ეკონომიკურ, სამეცნიერო და კულტურულ დონეზე“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ.

ვიზიტის ფარგლებში, დავით კვინიკაძე ლომჟასთვის მმართველობის უფლების მინიჭების 606 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებასაც დაესწრო. 

გარდა ამისა, ვაკის რაიონის გამგეობის დელეგაციამ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში მიიღო, გაეცნო ლომჟას მუნიციპალიტეტის მმართველობის სპეციფიკას, ქალაქის ისტორიასა და ტრადიციებს.-

ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics