|
2024-06-18 11:59:42, 371 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ნასარიძე გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, დმანისის მერ კობა მურადაშვილთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტში, გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და გვალვის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1994 წელს დაწესდა და ყოველწლიურად 17 ივნისს აღინიშნება. საერთაშორისო დღის წლევანდელი გზავნილია: „გაერთიანება მიწის გარშემო, ჩვენი მემკვიდრეობა, ჩვენი მომავალი“. აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ განახლებაში, პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით" ფარგლებში, კონტროლირებადი ძოვების სადემონსტრაციო ნაკვეთი გაკეთდა. 40-მდე ჰექტარზე შექმნილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საძოვარი ადგილობრივ მოსახლეობას ემსახურება და ხელს უწყობს როგორც ნიადაგის გაჯანსაღებას, ასევე პირუტყვის პროდუქტიულობის ზრდას. „ასეთი ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არა მხოლოდ აქ, არამედ სხვა არეალებშიც, სადაც ტრადიციულად მესაქონლეობა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, თანამედროვე მეთოდებითა და საძოვრების მდგრადი მართვის პრინციპით მოხდეს საძოვრების ათვისება, რაც შეუნარჩუნებს ქვეყანას საძოვრებს, როგორც რესურსს და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მესაქონლეობის განვითარებისთვის", - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ. დმანისის მერმა, კობა მურადაშვილმა პროექტის ინიციატორებსა და განმახორციელებლებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოებისთვის და სოფლის მოსახლეობისთვის საძოვრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში, საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების წევრებს ცხოველთა მოვლისა და რძის შესანახი საშუალებები გადაეცათ. პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) ახორციელებენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)