|
2024-06-17 14:38:41, 431 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ომის კაბინეტი დაითხოვა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტი დაითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel-ი პრემიერის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. ნეთანიაჰუს ოფისში განმარტავენ, რომ ომის კაბინეტის შექმნა პარტია „ეროვნული ერთიანობის“ თავმჯდომარის, ბენი განცის კოალიციური შეთანხმების ძირითადი მოთხოვნა იყო. ამასთან, პრემიერის ოფისში აღნიშნავენ, რომ ახლა, როდესაც საგანგებო ერთიანობის მთავრობა აღარ არის, ომის კაბინეტის არსებობა, რომელიც ამ შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა, აქტუალური აღარაა. შეგახსენებთ, ომის კაბინეტი ისრაელზე 11 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ისრაელის კამპანიის მართვისთვის შეიქმნა. ომის კაბინეტის შექმნა იყო პარტია „ეროვნული ერთიანობის“ თავმჯდომარის, ბენი განცის კოალიციური შეთანხმების ძირითადი მოთხოვნა, ხოლო თავად განცმა კოალიცია გასულ კვირას დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)