|
2024-06-14 18:26:22, 389 ნახვა
საზოგადოება
ქარქაშაძე - ქართული ავიაკომპანიისთვის ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი დიდი ზომის ე.წ. Wide Body საჰაერო ხომალდი ჰყავს
„ჯორჯიან ეარვეისმა“ ახალი ავიახომალდის „ბოინგ 767-300“ - ის პრეზენტაცია გამართა, რომლითაც ორშაბათს, 17 ივნისს, ქართველი ქომაგები გერმანიაში, საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ გაემგზავრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, სისტემებით. ,,ჯორჯიან ეარვეისი” ქართული ავიაკომპანიებიდან პირველია, რომელმაც მსგავსი ბორტი საქართველოს ავიაბაზარზე შემოიყვანა. ”ბოინგ 767-300“გამორჩეულია მაღალი უსაფრთხოებითა და მგზავრებისთვის განსაკუთრებული კომფორტით. ბორტის უპირატესობა ხანგრძლივი პირდაპირი ფრენების შესრულებაა. მას უწყვეტი 12 საათიანი პირდაპირი რეისის შესაძლებლობა გააჩნია. ახალი ავიახომალდის პრეზენტაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. მას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელი გოჩა მეზვრიშვილი და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე დაესწრნენ. ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიახომალდი ამ ეტაპზე რეისებს ჩინეთის, ტაილანდის და ინდოეთის ქალაქების მიმართულებით განახორციელებს. "მივესალმებით პირველ ფართოფიუზელაჟიან ე.წ. Wide Body ხომალდს საქართველოს ავიაციაში. ქართული ავიაკომპანიისთვის ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი დიდი ზომის საჰაერო ხომალდი ჰყავს. მისი ტევადობა 250 მგზავრზე მეტია და მას 12 საათამდე შეუძლია ფრენა, რაც უკვე საშუალებას გვაძლევს და ავიაკომპანიაც გეგმავს, რომ ჩინეთის მიმართულებით აქტიურად დაიწყოს ფრენები. ასევე. ტაილანდი და ინდოეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზრებია ჩვენთვის და მივესალმებით ამ მიმართულებების განვითარებას. რა თქმა უნდა ჩვენ ხელს შევუწყობთ ყველა ქართულ ავიაკომპანიას, განსაკუთრებით იმისთვის, რომ ავითვისოთ ახალი ბაზრები, მოვიზიდოთ უფრო მეტი ტურისტი ჩვენს აეროპორტებში და მადლობა მინდა გადავუხადო ,,ჯორჯიან ეირვეისის” ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ მუდმივად ზრუნავენ ქართული ავიაციის განვითარებისთვის და შესაძლებლობას აძლევენ, როგორც ქართველ ისე საერთაშორისო ვიზიტორებს, რომ იფრინონ საქართველოში და მოინახულონ ჩვენი ულამაზესი ქვეყანა", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. ბორტი 250-ადგილიანია და მოიცავს პირველი კლასის სალონსაც. ყველა სავარძელი, როგორც პირველი და ბიზნეს კლასის, ასევე ეკონომ კლასის სავარძლები აღჭურვილია ინდივიდუალური მართვისა და მულტიმედია სისტემებით. „ჯორჯიან ეარლაინს გრუპის“ პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა სტუმრებს ავიახომალდის მთავარი მაჩვენებლები და მუშაობის პრინციპი, უსაფრთხოების საკითხები, მაღალი სტანდარტები და ხომალდის სხვა უპირატესობები გააცნო.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)