17:34 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 17:01:33, 821 ნახვა

სამართალი
ზუგდიდში სამი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

ზუგდიდში სამი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე ზუგდიდის საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს. მას ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ საქმეში არცერთი მტკიცებულება არ არსებობს. ადვოკატის თქმით, ბრალდებულს დანაშაული არ ჩაუდენია და მის მიმართ არსებობდა გარკვეული უწყებების მიმართ ინტერესი და ხორციელდებოდა მასზე ზეწოლა.

დაკავებულს სოფელ ურთადან გაუჩინარებული სამი მამაკაცის მკვლელობა ედება ბრალად. გარდაცვლილები ქუთაისში ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. იქ გარდაცვლილების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. გარდაცვლილებს, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, ოჯახებში გადაასვენებენ. შეგახსენებთ, რომ სოფელ ურთადან გაუჩინარებული სამი მამაკაცი სოფელ ნარაზენში გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. სამართალდამცველბმა ის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით აიყვანეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics