|
2024-06-12 18:34:39, 436 ნახვა
მსოფლიო
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი - უკრაინას შეუძლია, დაარტყას სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე, თუ ეს თავდაცვისთვის იქნება საჭირო
ნიდერლანდები უკრაინას მისცემს ნებართვას, F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დარტყმისთვის გამოიყენოს, - ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ოლონგრენი აცხადებს, აღნიშნული საკითხი კიევის თავდაცვის უფლებას შეესაბამება. „თქვენ აწარმოებთ ომს აგრესორის წინააღმდეგ. გაერო-ს ქარტიის 51-ე მუხლის მიხედვით, ეს არის თავდაცვა. უკრაინა ვიდრე იგერიებს თავდასხმას და იცავს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს, თქვენ, ასევე შეგიძლიათ, დაარტყათ სამხედრო ობიექტებს საზღვრის მეორე მხარეს, თუ ეს საჭიროა თავდაცვის მიზნით. თქვენს სამხედროებს აქვთ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება“, - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)