12:17 - 16 Jul, 2026
|
2024-06-12 16:53:34, 363 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის ძალების მეთაურმა ოპერატიულ პარტნიორებთან ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორგანიზებით, თავდაცვის ძალების მეთაურების მონაწილეობით, ოპერატიულ პარტნიორებთან ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა დისტანციურ ფორმატში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სხდომას ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალი რობ ბაუერი ხელმძღვანელობდა. „მონაწილეებმა ალიანსის ძირითადი ამოცანების ფარგლებში პარტნიორ ქვეყნებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად ასპექტებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)