|
2024-06-12 13:00:05, 372 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე სლოვაკ კოლეგას შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე, სლოვაკეთის შრომის, სოციალური საკითხებისა და ოჯახის მინისტრს, ერიკ ტომაშს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. „განიხილეს საქართველოში, სოციალური დაცვისა და შრომის პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები და ამ კუთხით, პარტნიორობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. მიხეილ სარჯველაძემ, სლოვაკ კოლეგას, საქართველოს სოციალური დაცვის სისტემის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ მთავრობის პრიორიტეტი, მდგრადი, სოციალური დაცვის სისტემის ჩამოყალიბებაა. იმსჯელეს შრომის უსაფრთხოების საკითხებსა და სტანდარტებზე. მიხეილ სარჯველაძემ, სლოვაკეთთან პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მიმდინარე რეფორმების განხორციელებისას, სლოვაკეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)