22:51 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-11 10:18:33, 500 ნახვა

მსოფლიო
გაეროს უშიშროების საბჭომ ისრაელსა და ღაზას შორის ცეცხლის შეწყვეტის გეგმას მხარი დაუჭირა

გაეროს უშიშროების საბჭომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შემუშავებულ ისრაელსა და ღაზას შორის ცეცხლის შეწყვეტის გეგმას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, გეგმა მოიცავს შემდეგ პირობებს - ცეცხლის სრულ შეწყვეტას, „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისფულებას, დაღუპული მძევლების ცხედრების დაბრუნებასა და პალესტინელი ტყვეების გაცვლას.

მათივე ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი 14-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო რუსეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

„რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ისრაელმა მიიღო ცეცხლის შეწყვეტის წინადადება და მოუწოდებს „ჰამასსაც", დაეთანხმოს მას“, - წერს მედია.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნული სამფაზიანი გეგმა 31 მაისს წარადგინა. პირველი ეტაპი ეხება მძევლებისა და ტყვეების გაცვლას, ასევე ცეცხლის ხანმოკლე შეწყვეტას; მეორე ეტაპი მოიცავს „საომარი მოქმედებების მუდმივ შეწყვეტას“ და ისრაელის ჯარების სრულად გაყვანას ღაზას სექტორიდან; მესამე ეტაპი ფოკუსირებულია რეგიონის გრძელვადიან პერსპექტივაზე და მოიცავს ღაზას რეკონსტრუქციის მრავალწლიან გეგმას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics