22:52 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-10 10:39:41, 477 ნახვა

მსოფლიო
The Times Of Israel - განცი აცხადებს, რომ მმართველ კოალიციას ტოვებს

ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა, ბენი განცმა განაცხადა, რომ მისი პარტია მმართველ კოალიციას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.

განცის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელს „ჭეშმარიტი გამარჯვების“ მიღწევაში ხელს უშლის.

„ისრაელის მოსახლეობა ცარიელ დაპირებებზე მეტს იმსახურებს და ჭეშმარიტი გამარჯვების მოპოვება მძევლების დაბრუნებას, ღაზაში „ჰამასის“ მმართველობის დასრულებას და ირანის წინააღმდეგ რეგიონული ალიანსის შექმნას გულისხმობს...

იმის მიუხედავად, რომ ვიცოდით, ეს ცუდი მთავრობა იყო, ქვეყნის გულისთვის შევუერთდით“, - განაცხადა განცმა.

შეგახსენებთ, ბენი განცის პარტია ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად ჩამოყალიბებულ საგანგებო მთავრობას 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ შეუერთდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics