00:58 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-06 16:09:58, 403 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი სპეციალური ოპერაციებისა და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობებში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის, ხოლო მახათას მთაზე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრი სამხედრო ბაზებს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესტუმრა.

„ირაკლი ჩიქოვანმა მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების სარდლობაში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოები მიმდინარეობს სპეციალური ოპერაციების სარდლობისა და საწვრთნელი ცენტრის შტაბების შენობებში, სპეციალური ოპერაციების, სპეციალური დანიშნულების სკოლის, რეინჯერთა სკოლის და უზრუნველყოფის ასეულის შენობებში, რეინჯერთა ბატალიონისა და სპეციალური ოპერაციების ბატალიონის ყაზარმებში, ასევე სასადილოს, ლაზარეთსა და სხვა დამხმარე შენობების. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, უპრეცედენტო  ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ  თავდაცვის ძალები სრულად იქნება უზრუნველყოფილი იმ აუცილებელი ინფრასტრუქტურით, რომელიც  უფრო მაღალეფექტიანი თავდაცვისუნარიანობისთვისაა საჭირო.

მუხროვანის ბაზაზე მინისტრი სპეციალური ოპერაციების სარდლობის შეიარაღებისა და აღჭურვილობის ნიმუშებსაც გაეცნო. ადგილზე გამოფენილი იყო თავისუფალი ვარდნისა და სტატიკური ხაზით ხტომის საპარაშუტო, ასევე სნაიპერისა და სახმელეთო სპეცდანიშნულების  აღჭურვილობა. ირაკლი ჩიქოვანი მუხროვანში, ასევე ესტუმრა ბაზაზე არსებულ ეკლესიას და სამხედრო კაპელანს გაესაუბრა.  

თავდაცვის მინისტრმა მუხროვანის ბაზის შემდეგ მახათას მთაზე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. სამუშაოები მიმდინარეობს ოთხ საცხოვრებელ ყაზარმაში, სამ  ბატალიონის შტაბში,  სარდლობისა და ბრიგადის  შტაბებში, სპორტულ დარბაზში,  სასწავლო კლასების შენობაში,  ლაზარეთში, საკონტროლო გამშვებ პუნქტსა და სასადილოში“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics