|
2024-06-05 11:56:47, 335 ნახვა
საზოგადოება
კალაძის განცხადებით, თამარაშვილის გამზირისა და ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა
მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსები მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული კვანძის მოწყობის შემდეგ, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირზე პირდაპირ გასვლა იქნება შესაძლებელი. „რამდენიმე დღის წინ გავხსენით სამანქანო ხიდი, რომელიც ერთმანეთს ბაგების დასახლებასა და უნივერსიტეტის ქუჩას აკავშირებს. მიხარია, რომ დედაქალაქში ასეთი მასშტაბის პროექტები ხორციელდება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იმისთვის, რომ გადაადგილება კიდევ უფრო გამარტივდეს. ამ მიზნით, ვიწყებთ კიდევ ერთ პროექტს. კერძოდ, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსები მოეწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული კვანძი კერძო ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებდა, მისი მოწყობის სამუშაოები კი უახლოეს დღეებში დაიწყება. „პროექტის ფარგლებში, აშენდება საყრდენი კედლები, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი, მოეწყობა ტროტუარი და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. ახალი სატრანსპორტო კვანძი დარეგულირდება შუქნიშნებით, რაც უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის, როგორც ქვეითთა, ისე ავტომობილების გადაადგილებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)