17:55 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-30 16:07:21, 398 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე - DRG არის უალტერნატივოდ სწორი მიდგომა, რომელიც გააჩენს ხარჯების რაციონალურად ხარჯვის უკეთეს შესაძლებლობას

DRG-ი არის უალტერნატივოდ სწორი მიდგომა, რომელიც  გააჩენს ხარჯების რაციონალურად ხარჯვის უკეთეს შესაძლებლობას, - აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მეთოდით სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება  გასული წლის უმთავრესი და აუცულებელი სიახლე იყო.

„ეს არის სისტემა, რომლის იდეაც არის შემდეგი: ნებისმიერი კონკრეტული ტიპის სამედიცინო მომსახურება ანაზღაურდება არა იმის მიხედვით, რომელ კლინიკას რა ფასი აქვს, არამედ ერთგვაროვნად ყველასთან მიმართებაში.

ვფიქრობ, რომ ეს არის უალტერნატივოდ სწორი მიდგომა და ამის გარეშე შეუძლებელია აიხსნას ის, თუ რატომ იყენებს იგივე მოდელს შეერთებული შტატებიდან დაწყებული ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობით დამთავრებული.

დაინერგა ეს მეთოდი საქართველოშიც, რაც გააჩენს ხარჯების რაციონალურად ხარჯვის უკეთეს შესაძლებლობას.ცხადია ამ მიმართულებით, ისევე როგორც ნებისმიერი რეფორმის განხორციელებისას არსებობს გამოწვევები.

ამ თემებზე სამუშაოდ ჰქონდა ძალიან კარგი ინიციატივა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს.ჩვენ პრაქტიკულად მთელი საქართველოს მასშტაბით გვქონდა შეხვედრები, სადაც განიხილება DRG-ს დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები და რეფორმის შემდგომი ეტაპები და გეგმები.

DRG-ს დანერგვა ნიშნავს კიდეც იმას, რომ მისი სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მისი მხარდაჭერა ისეთი მექანიზმებით, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივად განახლების შესაძლებლობას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics