01:13 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-29 15:13:39, 536 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო საბჭოს მდივნად ყოფილი პირადი მცველი დანიშნა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო საბჭოს მდივნად ყოფილი პირადი მცველი ალექსეი დიუმინი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, 51 წლის დიუმინი კრემლში ამ თვის დასაწყისში შეიყვანეს, ხოლო მანამდე ის ტულის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.

„კრემლის ვებგვერდზე, ოთხშაბათს დილით გამოქვეყნდა პუტინის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, სადაც აღნიშნულია, რომ მან სახელმწიფო საბჭოს მდივნის პოსტზე ალექსეი დიუმინი დანიშნა“, - წერს მედია.

მათივე ინფორმაციით, ალექსეი დიუმინი 1995 წელს გაწევრიანდა რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურში, რომელიც კრემლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ის ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის პირველი ორი ვადის განმავლობაში მისი პირადი დაცვის წევრი იყო, მოგვიანებით კი რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics