|
2024-05-29 14:23:34, 448 ნახვა
პოლიტიკა
USAID-ის ხელმძღვანელი - პარლამენტი კანონის მიღებით, ქვეყნის დემოკრატიულ გზას საფრთხეს უქმნის
USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას ეხმაურება. პაუერი ქართველი ხალხის მიმართ თანადგომას გამოხატავს და აცხადებს, რომ აღნიშნული კანონის მიღებით, საქართველოს პარლამენტი ქვეყნის დემოკრატიულ გზას „საფრთხეს უქმნის“. „საქართველოს პარლამენტი „უცხოური გავლენის“ კანონპროექტის მიღებით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ორმხრივ ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ქართველი ხალხისა და ევროპული მომავლისკენ მათი მისწრაფებების გვერდით ვდგავართ“, - წერს პაუერი. შეგახსენებთ, გუშინ, 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)