19:22 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-29 10:03:00, 532 ნახვა

პოლიტიკა
რიში - საქართველოს მთავრობამ, ამ ქმედებით, თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების აშენების საპირისპიროდ მტკიცე ნაბიჯი გადადგა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში საქართველოში ხელისუფლების მხრიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და ამ კანონის მიღებას ეხმაურება.

როგორც რიში სოციალურ ქსელში წერს, „ქართულმა ოცნებამ“ „თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების აშენების საპირისპიროდ მტკიცე ნაბიჯი გადადგა“.

„საქართველოს მთავრობამ, ამ ქმედებით, თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების აშენების საპირისპიროდ მტკიცე ნაბიჯი გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათი მთავრობა აღარ უნდა სარგებლობდეს შეერთებული შტატების მხარდაჭერით“, - წერს რიში.

შეგახსენებთ, გუშინ, 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics