19:22 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-28 22:30:18, 521 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - რამდენად მავნებლური კამპანიაა - გარე დავალების შემსრულებელი ზურაბიშვილი რეფერენდუმის ჩატარებას გვთავაზობს

რამდენად თაღლითური და მავნებლური კამპანიაა წარმოიდგინეთ - გარე დავალების შემსრულებელი, უკვე სრულად ლუსტრირებული სალომე ზურაბიშვილი გვთავაზობს რეფერენდუმის ჩატარებას, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.

მდინარაძის თქმით, ზურაბიშვილი "აპირებს იმ თემის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რაზეც უკვე მთელი ქვეყანა შეთანხმებულია და რის შესახებაც საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერი რამდენიმე წლის წინ გაკეთდა". 

"რამდენად თაღლითური და მავნებლური კამპანიაა წარმოიდგინეთ - გარე დავალების შემსრულებელი, უკვე სრულად ლუსტრირებული სალომე ზურაბიშვილი გვთავაზობს რეფერენდუმის (რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმართება!) ჩატარებას და იმ თემის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რაც კონსტიტუციაში გვიწერია, რომელზეც მთელი ქვეყანა და საზოგადოება შეთანხმებულია, რომელსაც, სხვათა შორის, "ნაცებმა" ხმა საერთოდ არ მისცეს.

რა რეფერენდუმი, ვინმემ ან უთხარით, ან გაახსენეთ, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე ჩანაწერი ჯერ კიდევ 7 წლის წინ შევიტანეთ კონსტიტუციაში",- წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics