|
2024-05-28 11:03:18, 442 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - პარადოქსული ღამე იყო: საკუთარ სინდისთან მართალ მილიონს არ ეძინა და 84 ისტორიული ნაძირალა მშვიდად ფშვინავდა
საკუთარ სინდისთან მართალ მილიონს არ ეძინა და 84 ისტორიული ნაძირალა მშვიდად ფშვინავდა ფუმფულა ბალიშებზე,- ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. გვარამია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ "84 დეპუტატს მოღალატის დამღა სიცოცხლის ბოლომდე არ დააძინებს". "პარადოქსული ღამე იყო: საკუთარ სინდისთან მართალ მილიონს არ ეძინა და 84 ისტორიული ნაძირალა მშვიდად ფშვინავდა ფუმფულა ბალიშებზე. არაუშავს, წუხანდელი უძინარი სამშობლოს წინაშე პირნათელი მილიონი ბედნიერებას იპოვის აქ, საკუთარ სამშობლოში, იმ 84-ს კი, სიცოცხლის ბოლომდე არ დააძინებს მოღალატის დამღა. შეგახსენებთ, დღეს, 28 მაისს პარლამენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)