08:17 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-23 11:08:42, 436 ნახვა

საზოგადოება
უკრაინაში რუსეთის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ნადირაძის ცნობით, დაღუპულია სერგო გორნაკაშვილი, რომელიც ხარკოვის მიმართულებით იბრძოდა.

"ხარკოვის მიმართულებით ბრძოლაში გმირულად დაეცა საქართველოს შვილი, ჩვენი ქისტი ძმა სერგო გორნაკაშვილი. დიდება მის გმირ სულს",- წერს ნადირაძე.

ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics