03:16 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-20 19:03:04, 424 ნახვა

პოლიტიკა
მსხილაძე - პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია - აღწერილია კონსტიტუციის 4 მუხლი, რომელიც ირღვევა

საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, თითქოსდა საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო, რომელიც 18 მაისს დაადო რუსულ კანონს, მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა პარლამენტს, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია, მასში არის აღწერილი კონსტიტუციის 4 მუხლი, რომელიც ირღვევა ამ კანონით.

“საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, თითქოსდა საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო, რომელიც 18 მაისს დაადო რუსულ კანონს, მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა პარლამენტს. ეს არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. 

პრეზიდენტის ვეტო არის მოტივირებული, მასში არის აღწერილი კონსტიტუციის 4 მუხლი, რომელიც ირღვევა ამ კანონით, არის განმარტებული, თუ რატომ არის აღნიშნული კანონი რუსული. არის მოყვანილი მისი მიღების მოტივაცია - რა ფორმით იყო ეს კანონი მიღებული, რომ ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და დაუშვებელი. ხოლო რაც შეეხება თვითონ კანონში ერთი წინადადების ჩამატებას, რომ კანონი ამოქმედდეს ერთი დღით, ეს არის ჩვეულებრივი იურიდიული ტექნიკა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ კანონი გაუქმდეს. კანონი თუ არ ამოქმედდა, შესაბამისად, მისი გაუქმება შეუძლებელია. დანარჩენი, თვითონ, მთლიანად ვეტო აისახება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, - განაცხადა მსხილაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics