04:16 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-17 23:03:58, 497 ნახვა

პოლიტიკა
ფავლენიშვილი - სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული ზონდერი - ცოლთან და შვილთან ერთად ვიყავი

დღეს, დილას 12 საათზე სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული ზონდერი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს.

როგორც ფავლენიშვილი აღნიშნავს, მომხდარის დროს ის ცოლთან და 1 წლის შვილთან ერთად იყო.

"დღეს, დილას 12 საათზე სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული ზონდერი. ცოლთან და 1 წლის  შვილთან ერთად ვიყავი, გვერდზე გაყვანა მომთხოვეს და სიტყვიერად დამემუქრნენ. ჩვენ იმ გვარის ვართ უკანდახევა რომ არ სჩვევიათ! 

შინაგან საქმეთა სამინისტრო  დღისით, მზისით ქალაქის ქუჩებში მოთარეშე ზონდერებზე ხომ არ ფლობთ ინფორმაციას", - წერს ფავლენიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics