07:42 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-17 17:15:58, 356 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - თქვით, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი პრობლემური, ხომ შეიძლება, ვინმე დალოცვილმა ადამიანმა თქვას რაიმე არგუმენტი?!

ღია ვართ იმისთვის, რომ ვისაუბროთ და სიღრმეში შევიდეთ კანონპროექტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მოწოდების საპასუხოდ, რომელიც კანონპროექტის ირგვლივ დისკუსიის დაწყება ეხება. 

კახა კალაძის თქმით, ხელისუფლება მზადაა დისკუსიისთვის, თუმცა აქამდე ოპონენტების მხრიდან კონკრეტული არგუმენტები არ მოუსმენია. 

„დისკუსიას ვითხოვთ ამდენი ხანია. პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დეპუტატებმა, მეც არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ ღია ვართ იმისთვის, რომ ვისაუბროთ და სიღრმეში შევიდეთ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით. ის სპეკულაციები, რაც ხდება - მოიფიქრეს ერთი ფრაზა „რუსული კანონი“ და მთელი ამ ხნის განმავლობაში არავის არანაირი არგუმენტი არ აქვს, რატომ არის ცუდი ეს კანონი. გამოდიან და იძახიან, „რუსული კანონი“, „რუსული კანონი“, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ არსებული აქტორები. აგერ ვართ, ბატონო. თქვით, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი  პრობლემური, რატომ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობა ევროპულ მომავალს, ევროპულ ღირებულებებს. თქვით, მოიყვანეთ ერთი კონკრეტული არგუმენტი. ხომ შეიძლება, რომ ვინმე დალოცვილმა ადამიანმა თქვას რაიმე არგუმენტი?!“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics