11:00 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-17 16:46:24, 533 ნახვა

საზოგადოება
თბილისში „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან“ დაკავშირებით მსვლელობა გაიმართა

დღეს, 17 მაისს საქართველოში "ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე" აღინიშნა. თბილისში, ამ დღესთან დაკავშირებით, სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბა, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიო მუჯირმა მცირე პარაკლისი აღავლინა.

პარაკლისის შემდეგ, ქაშვეთიდან სამების საპატრიარქო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართა, რომელშიც მოქალაქეებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძეც მონაწილეობდნენ.

მსვლელობის ბოლოს, სამების ტაძარში სამადლობელი პარაკლისი შესრულდა.

თბილისის გარდა, ღონისძიებები სხვადასხვა ქალაქშიც გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics