|
2024-05-07 10:08:57, 426 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ლაჩარს და მხდალს ყველა თავისნაირი ჰგონია! - ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ვერავინ დაამარცხებს
ლაჩარს და მხდალს ყველა თავისნაირი ჰგონია! დამითმია ჩემი თვალიც, ცხვირიც და რა ვიცი კიდევ, რაც უნდათ. ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ვერავინ დაამარცხებს. გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა - გამძლეობა და მხნეობა, ჩემო სადარდელო ქვეყანავ,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ხაბეიშვილის განცხადებით, "თუ ვინმე დამფრთხალია, ეს ხელისუფლებაა". “მიზანმიმართული დაშინება, დაორგანიზებული თავდასხმები, რომ შემდეგ მედიაში იტრიალოს, ხალხი შეშინდეს, დაიზაფროს. არასდროს შეშინებია ქართველს, როცა თავისი სამშობლოს ეროვნულ ინტერესებს იცავდა. არანაირი შფოთვა და შიში! თუ ვინმე დამფრთხალია, ეს არის ევროპაზე, დასავლეთზე უარის განმცხადებელი ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. ლაჩარს და მხდალს ყველა თავისნაირი ჰგონია! დამითმია ჩემი თვალიც, ცხვირიც და რა ვიცი კიდევ, რაც უნდათ. ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ვერავინ დაამარცხებს. გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა - გამძლეობა და მხნეობა, ჩემო სადარდელო ქვეყანავ. არა რუსულ კანონს! კი ევროპას!" - წერს ხაბეიშვილი.
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)