17:11 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-02 19:41:27, 506 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტთან, სადაც აქციაა დაგეგმილი, მოქალაქეები იკრიბებიან - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

თბილისში, პარლამენტის სასახლესთან, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაა დაგეგმილი, მოქალაქეები იკრიბებიან.

როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილია.

პარალელურად, კანონპროექტის მოწინააღმდეგეები შეკრებილი არიან გმირთა მოედანზეც, სადაც ისინი გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ცდილობენ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები დაიწყო, დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics