18:26 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 17:51:23, 502 ნახვა

პოლიტიკა
EPP - დროა, დავასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი და ყველა, ვინც მას ქართული დემოკრატიის განადგურებაში ეხმარება

"ევროპის სახალხო პარტია" (EPP) საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

EPP განცხადებას სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.

"დროა, დავასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი და ყველა, ვინც მას ქართული დემოკრატიის განადგურებაში ეხმარება. ამ ბრძოლაში ქართველების მომავალ თაობას მარტო ვერ დავტოვებთ",- აღნიშნულია განცხადებაში.

პარტია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტსაც ეხმაურება.

"შეძრწუნებულები ვართ უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თბილისში განხორციელებული სასტიკი ძალადობით. მკაცრად ვგმობთ სპეცრაზმის მიერ "ერთიანი ნაციონალური მოძრობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს. ქართველი ხალხი იმსახურებს დემოკრატიასა და ევროპას!"- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics