|
2024-04-24 17:51:44, 503 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - არავის სანქცირება არ გვიხარია - გვირჩევნია, დასანქცირების ნაცვლად, რუსული კანონი გაიწვიონ
ჩვენ არავის სანქცირება არ გვიხარია - გვირჩევნია, დასანქცირების ნაცვლად, რუსული კანონი გაიწვიონ,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ხელისუფლებას დასვლეთში არცერთი პარტნიორი არ ჰყავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კი, „როგორ ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს". „უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არავის სანქცირება არ გვიხარია, უბრალოდ ისინი აკეთებენ რუსულ და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს. ჩვენ გვირჩევნია, დასანქცირების ნაცვლად, რუსული კანონი გაიწვიონ და ქართველ ხალხს ევროკავშირის გზაზე, წინ არ გადაეღობოს ივანიშვილი და ის ხელისუფლება, რომელიც მზად არის, მეორე მოსმენაზეც დაუჭიროს მხარი რუსულ კანონს. ამ ქვეყანაში მთავარი პროდასავლელი ოპოზიციონერი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი და შესაბამისად, მისი პატიმრობაც პირდაპირ უკავშირდება სასამართლო კლანს, რუსულ ხელისუფლებას და შესაბამისია ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეფასებები. ალბათ, ყველას გვესმის, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას არცერთი პარტნიორი არ ჰყავს დასვლეთში, მათი მეგობრები არიან პესკოვი, ლავროვი, პუტინი ა.შ. ხოლო რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს როგორ ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ",- ამბობს ხაბეიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ომის დროს ყველაზე მასშტაბური ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)