05:48 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-22 15:01:00, 442 ნახვა

მსოფლიო
ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

როგორც მედია კრემლზე დაყრდნობით წერს, ილჰამ ალიევი და ვლადიმერ პუტინი განიხილავენ ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს და რეგიონულ პრობლემებს.

​„ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საერთო ინტერესი, თანამშრომლობის დიდი პოტენციალი და რაც მთავარია, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მდიდარი ტრადიციები. ორივე მხრიდან არის პოლიტიკური ნება, ყველანაირად გავაგრძელოთ და განვავითაროთ ეს ურთიერთობები“, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აზერბაიჯანზე საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics