00:01 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-22 14:28:12, 401 ნახვა

საზოგადოება
თენგიზ ნასარიძე ლიეტუვის ეროვნული გადამხდელი სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მიმართულებით ინსტიტუციური გაძლიერების და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების საკითხები განიხილა ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნული გადამხდელი სააგენტოს დირექტორ ფორტუნატას დირგინჩუსთან და სააგენტოს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზების და ამ პროცესში ლიეტუვის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებს. 

„ლიეტუვის რესპუბლიკა საქართველოში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს, რომლის მიზანიც ევროინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევებისა და გამოცდილების გაზიარებაა. პროექტის ფარგლებში, ექსპერტების ვიზიტები დაიგეგმა, რომლებიც სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული მიმართულების კუთხით არსებულ ცოდნას გაგვიზიარებენ“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.

სამუშაო შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების, სოფლის განვითარების სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics