03:42 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-22 12:58:57, 406 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - „მამული, ენა, სარწმუნოება“ - ეს არის ტრიადა - როდესაც ცდილობენ რაღაცები შეგვიცვალონ, ამას ქართველი არასდროს დაუშვებს

დიდი ილიას სიტყვები - "მამული, ენა და სარწმუნოება" - ეს არის ტრიადა, ქვაკუთხედი ქართველის დამოკიდებულებისა საკუთარი სამშობლოს და მისი განცდის წინაშე. როდესაც ცდილობენ აქ რაღაცები შეგვიცვალონ, ამას ქართველი კაცი და ქართველი ქალი არ დაუშვებს არასდროს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც  ამაყი ხასიათი გააჩნია.

"დიდი ილიას სიტყვები - "მამული, ენა და სარწმუნოება" - ეს არის ტრიადა, ქვაკუთხედი ქართველის დამოკიდებულებისა საკუთარი სამშობლოს და მისი განცდის წინაშე. როდესაც ცდილობენ აქ რაღაცები შეგვიცვალონ, ამას ქართველი კაცი და ქართველი ქალი არ დაუშვებს არასდროს.

როდესაც ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ, როდესაც ჩვენ ვითხოვთ და უზრუნველვყოფთ გამჭვირვალობას, დემოკრატიულობას და იმას, რაზეც დგას ჭეშმარიტი, ქრისტიანული ევროპა, მაგალითად, ამ დროს ვხედავთ, რომ ინფორმირებულობას, გამჭვირვალობას, თქვენს უფლებას, რომ თქვენთვის ყველაფერი დეტალურად იყოს ცნობილი, არქმევენ რუსულ საქმეს. ბუნებრივია, ჩვენ ამას  არ დავუშვებთ. ის, რაც შეიძლება ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის, შეიძლება ჩვენთვისაც და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ იმიტომ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია თავისი ამაყი ხასიათი და რომელმაც ამ დღემდე მოიტანა ქართული ენა, მოიტანა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სარწმუნოება და სარწმუნოებამ მოიტანა ქართული იდენტობა, რომელიც არასდროს მოკვდება ვიდრე სამყარო იარსებებს და ჩვენ ამ რწმენით, ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ კანონების წერასაც, მის მიღებასაც და დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერა იქნება ამაში გადამწყვეტი, რისთვისაც მადლობა მინდა გადაგიხადოთ“,- თქვა მდინარაძემ ქუთაისში, "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics