|
2024-04-19 18:19:44, 398 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია
თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია, ჩვენ გმირ მებრძოლებს და ჩვენს ქვეყანას ომის დაწყება დააბრალეთ. არის თუ არა ეს რუსული საქმე? - ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას“. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა და ხელი მოაწერა ევროსაბჭოს 1633 რეზოლუციას და ვიდრე ეს საკითხები ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოძიებული, ეს ხალხი კიდევ იკადრებს და სხვას დააბრალებს რუსების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას". „ეს არის 2008 წლის 1633 რეზოლუცია აგვისტოს ომის საქმეზე. რეზოლუციის მე-5 პუნქტი, რასაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა და მხარი დაუჭირა, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა, მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას - კონფლიქტების გადაწყვეტას მშვიდობის საშუალებით, ხელს უშლიდა. ამას მოაწერეთ თქვენ ხელი, ჩვენ გმირ მებრძოლებს და ჩვენს ქვეყანას დააბრალეთ ომის დაწყება. არის თუ არა ეს რუსული საქმე? ამიტომ, ვიდრე ეს საკითხები ჯერ კიდევ სრულმასშტაბიანად და სრულად არ არის გამოძიებული, ეს ხალხი კიდევ იკადრებს და სხვას და ჩვენ დაგვაბრალებენ რუსების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას - ხალხი, რომელიც მტკიცებულებებით პირდაპირ მხილებულია ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გატარებაში, მოსკოვში ჩასვლით, რეზოლუციის მხარდაჭერით და იმ განცხადებებით და ქმედებებით რასაც აგრძელებს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
„საქართველო პირველ რიგში“ ოპოზიციას ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას ურჩევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)