|
2024-04-17 15:37:55, 317 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ხალხს რაზე აგიჟებენ წარმოიდგინეთ, დეკლარაციას შეავსებენ თუ არა ნინო ლომჯარია და გიგაური - ლამის არის, ტყვია გესროლონ რომ შეეძლოთ, არ მოუკლავთ თუ რა?
დეკლარაციის შევსებაზეა ბოლოსდაბოლოს ლაპარაკი. ხალხს რაზე აგიჟებენ წარმოიდგინეთ - დეკლარაციას შეავსებს თუ არა ნინო ლომჯარია ან გიგაური, ვხოცავთ ერთმანეთს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, "მკვლელები საუბრობენ იმაზე, თუ რატომ დაეცა პროტესტის მონაწილე, ამავე დროს, არაფერს ამბობენ სამართალდამცველზე, რომელსაც აგური მოხვდა სახეში". "დეკლარაციის შევსებაზეა ბოლოსდაბოლოს ლაპარაკი. ხალხს რაზე აგიჟებენ წარმოიდგინეთ - დეკლარაციას შეავსებს თუ არა ნინო ლომჯარია ან გიგაური, ვხოცავთ ერთმანეთს. ლამის არის, ტყვია გესროლონ რომ შეეძლოთ, არ მოუკლავთ თუ რა? მკვლელები გელაპარაკებიან, რატომ დაეცა ახალგაზრდაო - ცუდი დასანახია რაღაცები; პოლიციელზე კი არ ლაპარაკობენ. სახეში აგური რატომ მოხვდაო რომელიმემ ახსენა? ჩვენი მხარდაჭერა მთლიანი, ქართულ პოლიციას, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ სუვერენიტეტს, საქართველოს ჭეშმარიტ ევროპულობას!"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)