|
2024-04-17 13:50:02, 436 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი „ოცნებას“ - რომ „დაეპოსტა“ ბერა ივანიშვილს, ხომ დადგებოდით ცალ ფეხზე, ხომ გაიწვევდით კანონს
რომ „დაეპოსტა" ბერა ივანიშვილს, ხომ დადგებოდით ცალ ფეხზე, ხომ გაიწვევდით კანონს, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. სიტყვით გამოსვლისას, ხაბეიშვილმა ხაზი გაუსვა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანების გამოხმაურებებს. „მთელმა საქართველომ „დაპოსტა“ და გამოთქვა საკუთარი აზრი. ილია თოფურიამ დაწერა. მეტი ვინ უნდა დაწეროს, ვისი აზრი გინდათ. სპორტსმენები, საზოგადო მოღვაწეები, მსახიობები, კულტურის მოღვაწეები, ხალხი, ახალგაზრდები, ჩვენი ევროპელი კოლეგები“, -მიმართა ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების" დეპუტატებს. ცნობისთვის, დღეს, 17 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)