|
2024-04-17 12:50:14, 470 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს - LIVE
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. გახილვა ხმაურის ფონზე დაიწყო. "ნუ დუმხართ, ნუ გეშინიათ. ჩვენ გავიმარჯვებთ ერთობით, საქართველო გაიმარჯვებს",- განაცხადა საპარლამენტო ტრიბუნიდან "ლელოს" წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, 16 აპრილს, საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვითაც, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვის გაგრძელებას და ორი ალტერნატიული კანონპროექტის ჩაგდებას მხარი 78-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 25 კი წინააღმდეგ წავიდა. 15 აპრილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)