|
2024-04-17 01:01:43, 539 ნახვა
პოლიტიკა
აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, პუბლიკას და ტაბულას ჟურნალისები სცემეს - ვიდეო
საქართველოს პარლამენტის შენობასთან, ზუბალაშვილების ქუჩაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა. ტერიტორიიდან სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი გაიყვანეს. მოქალაქეები სკანდირებენ: "საქართველო". ამასთან აქციაზე სპეცრაზმელებმა პუბლიკას ჟურნალისტს ალექსანდრე ქეშელაშვილს და ტაბულას ჟურნალისტს გიორგი ბადრიძეს სცემეს. გამოცემა პუბლიკა წერს, რომ პოლიციელებმა ალექსანდრე ქეშელაშვილს პროცესიული მოვალეობის შესრულების დროს სცემეს. ქეშელაშვილის ცნობით, პოლიციამ მას წაართვა ტელეფონიც, თუმცა შემდეგ უკან დაუბრუნეს. ტაბულა წერს, რომ მათ ჟურნალისტს გიორგი ბადრიძეს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა პირადი მობილური წაართვეს, როცა ის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და აქციას იღებდა. ამ წუთებში, რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ აქციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია, თუმცა მომიტინგეთა ნაწილი პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან არის მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)