07:13 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-14 17:28:02, 435 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - ორი რეჟიმის აშკარა თანამშრომლობა ტერორის გავრცელებაში

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ისრაელზე ირანის თავდასხმასთან დაკავშირებით ახალი განცხადება გაავრცელა. კიევი გმობს თეირანის ქმედებებს.

„უკრაინა გმობს ირანის თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ შაჰედის თვითმფრინავების და რაკეტების გამოყენებით. ჩვენ უკრაინაში კარგად ვიცით რუსეთის მხრიდან მსგავსი თავდასხმების საშინელება, იგივე შაჰედის თვითმფრინავების და რუსული რაკეტების გამოყენებით, მასიური საჰაერო დარტყმების იგივე ტაქტიკა“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის ქმედებები, ისევე როგორც რუსეთის ქმედებები უკრაინაში, საფრთხეს უქმნის რეგიონს და მთელ მსოფლიოს და მოუწოდა პასუხის გაცემას „ორ რეჟიმის აშკარა თანამშრომლობაზე ტერორის გავრცელებაში“.

"შაჰედის დრონების ხმა, ტერორის ინსტრუმენტი, იგივეა ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ცაზე. ეს ხმა უნდა იყოს გამოღვიძების ზარი თავისუფალ სამყაროში, იმის დემონსტრირება, რომ მხოლოდ ჩვენს ერთიანობას და მონდომებას შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა და ტერორის გავრცელების" - ამბობს, ვოლოდიმერ ზელენსკი

”ყველა ძალისხმევა უნდა იქნას გამოყენებული ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად,” - თქვა ზელენსკიმ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დისკუსიების დრო ამოიწურა და უპილოტო თვითმფრინავებს და რაკეტებს სიტყვებით ვერ ჩამოაგდებენ - ეს მოითხოვს ”ხელშესახებ დახმარებას”.

”უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღოს საჭირო გადაწყვეტილებები ამერიკის მოკავშირეების გასაძლიერებლად ამ კრიტიკულ დროს”, - თქვა ზელენსკიმ.

ამერიკის კონგრესში დაბლოკილია კანონი უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის ახალი დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics