04:26 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 21:43:47, 406 ნახვა

საზოგადოება
გრიგორიადისის დედა - გულით და სულით მჯეროდა, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებდა

სულ მჯეროდა, რომ ქალბატონი სალომე შეიწყალებდა ლაზარეს, - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

თამთა კალანდაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარეს შეყალების გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა.

"სულ  მჯეროდა, ნოემბერში როდესაც ჩამოვედი, იმ დღიდან მჯერა, რომ ქალბატონი სალომე შეიწყალებდა ლაზარეს იმიტომ, რომ ისეთი არასამართლიანი იყო ეს მიდგომა, ყველას დასანახად ისჯებოდა, რომელიც  დაიწყო მისი გაშავების პროპაგანდით.. გულით და სულით მჯეროდა, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებდა .. მინდა  უღრმესი მადლობა გადავუხადო სალომე ზურაბიშვილს, ყველა ჟურნალისტს, თითოეულ ადამიანს, რომელიც გვერდში გვედგა ამდენი ხნის განმავლობაში", - განაცხადა თამთა კალანდაძემ.

ცნობისთვის, დღეს, 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics